E ჯგუფში მოხვდა მანუჩარის "კანტუ", რომელსაც ბერძნულ "პანელინიოსთან", ჰოლანდიურ "გაზტერასთან" და თურქულ "გალათასარაისთან" მოუწევს დაპირისპირება. ჯგუფის ფავორიტის დასახელება ძნელია, თუმცა ერთი ფაქტია - ორი გამსვლელი ადგილისთვის "კანტუ", "პანელინიოსი" და "გალათასარაი" იბრძოლებენ. სხვათა შორის, ამ თურქულ კლუბთან მანუს კარგი მოგონებები აკავშირებს: ორი წლის წინათ "კიევმა" "გალათასარაი" ევროჩელენჯიდან გამოთიშა. კიეველებს სტამბოლურ მატჩში მანუჩარის გარდა ყველა ლეგიონერი აკლდათ და სწორედ ქართველმა
ტორინ გრინის "გრან კანარია" ევროთასის წლევანდელ გათამაშებაში C ჯგუფში მოხვდა. მას ურთიერთობის გარკვევა პოსტ-სოციალისტური ქვეყნების გუნდებთან მოუწევს: უკრაინის "ბუდიველნიკთან", ლიტვის "შიაულიაისთან" და ჩერნოგორიის "ბუდუჩნოსტთან". ამ კვარტეტში ფავორიტი ცნობილი - "გრან კანარია".
ტაირონ ელისის "ესტუდიანტესი" წილისყრამ F ჯგუფში მოახვედრა, სადაც ესპანელების გარდა ითამაშებენ: იტალიური "ბენეტონი", ბერძნული პაოკი და ფრანგული "როანი".
ევროთასის წლევანდელ გათამაშებაში 32 გუნდია, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფადაა გაყოფილი. მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან საუკეთესო ორი გავა. "კანტუს" დირექტორმა ბრუნო არიგონიმ მოკრძალებული კომენტარი გააკეთა:
- ამ ტურნირის დებიუტანტები ვართ და ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებაც დაგვაკმაყოფილებს. მომდევნო ეტაპზე ასეც გავალთ. ფავორიტად კი თურქეთის "გალათასარაი" მიმაჩნია.
***
რადგან ზემოთ ტორინ გრინი ვახსენეთ, მასზე ერთ ახალ ამბავსაც გეტყვით: ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩები შაბათ-კვირას იმართება, თუმცა "კახა ლაბორალმა" და "გრან კანარიამ" იჩქარეს და მესამე ტური ნაადრევად გახსნეს. მატჩი ბასკეთში გაიმართა და "კახა ლაბორალის" გამარჯვებით დასრულდა - 82:61.
თუ პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მეორე ნახევარი კუნძულელებმა პირწმინდად დათმეს - 25:47.
ტორინ გრინმა 6 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 6-დან 1 სამიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა.