ისინი ჩეხურ "ნიმბურკთან" 22 ქულის სხვაობითაც იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 72:62 იმარჯვეს. ქვემოთ შემოგთავაზებთ სატურნირო ცხრილს, დარჩენილი ერთი ტურის მატჩების განრიგს და თავად განსაჯეთ, რომელ გუნდს რა შანსი აქვს.
"ბუდიველნიკის" ქართველმა გამთამაშებელმა გიორგი ცინცაძემ 23 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. კიეველთა მოგებაში ლომის წვლილი დილეინიმ შეიტანა - 28 ქულა ჩააგდო.
ამავე ჯგუფში, ისრაელში "ჰაპოელმა" ლიტვური "პრიენაი" დაამარცხა
ა გ თ მ წ ქ
1. ნიმბურკი 5 3 2 8
2. ბუდიველნიკი 5 3 2 8
3. ჰაპოელი 5 2 3 7
4. პრიენაი 5 2 3 7
12 დეკემბერი
პრიენაი-ბუდიველნიკი
ნიმბურკი-ჰაპოელი
ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" იტალიური "სასარი" მიიღო. სევილიელებმა სარდინიელებთან 76:85 დათმეს და ჯგუფიდან გასვლის საქმე გაირთულეს. ბექამ 3 წუთში 1 მოხსნა მიითვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"