ამ მოგებაში მანუჩარ მარკოიშვილის წვლილზე ესპანური გაზეთი "მარკა" მსჯელობს: რუდი ფერნანდესის არყოფნაში "რეალის" დაცვა მარკოიშვილმა გაარღვიაო.
მატჩის კომენტატორმა კი, პირველი ტაიმის შემდეგ მანუს სტატისტიკას რომ გადახედა, თქვა - ეს ქართველი მოედანზე ყველგანაა და ყველაფერს აკეთებს. აი, ასეთი უნდა იყოს გუნდის ლიდერიო.
იტალიურ გაზეთ "დეილიბასკეტში" ვკითხულობთ: "კანტუელთა და მადრიდელთა დაპირისპირებაში NBA-ს დონის კალათბურთი მხოლოდ მარკოიშვილმა და ქეროლმა ითამაშეს.
ქართველმა უკანახაზელმა 34 წუთში 23 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება
Video
მანუჩარ მარკოიშვილის კანტუმ რეალი დაამარცხა
მანუჩარ მარკოიშვილის კანტუმ რეალი დაამარცხა
* * *
პოლონეთში გიორგი შერმადინის "მაქაბიმ" "პროკომი" 89:73 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი მწვრთნელმა 4:30 წუთი ათამაშა. გიორგიმ თითო ქულა-მოხსნა-პასი მიითვალა. საერთოდაც, თამაშში კარგად ჩაერთო და გაუგებარია, პირველი მეოთხედის შემდეგ მწვრთნელი მას რატომ აღარ ენდო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"