ქართველმა გამთამაშებელმა თავის ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ ხშირად უწევს კვირაში სამი მატჩის ჩატარება. არც ეს შვიდდღეულია გამონაკლისი: "მშენებლებმა" ჯერ ოთხშაბათს, ევროთასზე მძიმე მატჩში ჩეხეთის "ნიმბურკი" დაამარცხეს, პარასკევს შიდა ჩემპიონატზე ითამაშეს "დნიპრო აზოტთან", ხოლო კვირას "დნიპროს" ესტუმრებიან.
7 დეკემბერს გამართული შეხვედრა აზოტელებთან თავიდან ბოლომდე თანაბარი გამოდგა, "ბუდიველნიკის" კალათბურთელებმა მხოლოდ გადამწყვეტ მომენტში შეძლეს მეტოქის წინააღმდეგობის გატეხვა და 9 ქულის სხვაობით მოიგეს.
18 ქულით სტუმართა ბომბარდირი ლეო ლაიონსი გახდა, ხოლო გიორგი ცინცაძემ 30 წუთში
მან 50-პროცენტიანი სიზუსტით სტყორცნა: 2-დან 1 ორქულიანი და ასევე, 2-დან 1 სამიანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"