გიორგი შერმადინი შესაძლოა რუსულ "კრასნიე კრილიაში" გადავიდეს

AutoSharing Option
23 დეკემბერს, ღამით, გამოცემა "ევრობასკეტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, გიორგი შერმადინის გადაბირება რუსულ "კრასნიე კრილიას" სურს.

ევროჩელენჯზე მოასპარეზე კლუბის მესვეურები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას შერმადინის წარმომადგენლებთან.

გიორგის შემცვლელად ისრაელის "მაქაბიში" ხორვატი ცენტრი დარკო პლანინიჩი უკვე აიყვანეს.

23 დეკემბერსვე თელ-ავივის "მაქაბიმ" აშდოდურ სეხნიასთან 104:72 გაიმარჯვა. შერმადინს არ უთამაშია.

* * *

იტალიის ჩემპიონატში მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" სტუმრად "მონტეგრანაროს" სძლია - 100:79. მანუმ 19 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკი" ბოლონიას ეწვია და "ვირტუსი" 77:66 დაამარცხა. ქართველი თავდამსხმელი 13
წუთში 5 ქულასა და 3 მოხსნას გამორჩა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინი შესაძლოა სლო­ვე­ნი­ის "ოლიმ­პი­აში" გადავიდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული