ნიკა ცქიტიშვილის 33 ქულა და 16 მოხსნა ლიბანში

AutoSharing Option
33 ქულა და 16 მოხსნა - ნიკა ცქიტიშვილმა ლიბანში ახალი მწვერვალი დაიპყრო.

წინა მატჩში მას სამმაგ დუბლამდე 2 დაფარება დააკლდა, ახლა კი შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი მიითვალა და თავის გუნდს სტუმრად გაამარჯვებინა.

ჩემპვილელთა მეტოქე "ანიბალი" იყო, რომელსაც ცქიტიშვილის გუნდმა 101:89 მოუგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც წინა მატჩში ნაჩვენები მარგი ქმედების კოეფიციენტი (44) გააუმჯობესა - 48.

ცქიტიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და როგორც უკვე ვთქვით, თავი 33 ქულას, 16 მოხსნას, 2 დაფარებას და თითო ჩაჭრა-პასს მოუყარა.

ნიკამ საოცარი მიზანი გამოავლინა და
9-დან 8 ორქულიანი, 7-დან 5 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მასზე მეტი, 36 ქულა მოაგროვა "ჩემპვილის" უკანახაზელმა ფადი ხატაბიმ, მაგრამ ჯამური შედეგიანობით, ცქიტიშვილს ბევრად ჩამორჩა.

9 მატჩიდან 5 მოგების მქონე "ჩემპვილი" მე-5 ადგილზე აღზევდა. მომდევნო შეხვედრა ცქიტიშვილის გუნდს 4 იანვარს "ანტრანიკთან" აქვს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული