ცქიტიშვილის სამქულიანები გადამწყვეტ მომენტში...

AutoSharing Option
სათაურში მოხმობილი ფრაზა გუშინ თითქმის ყველა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ დაბეჭდა. ეს შემთხვევითი არ იყო - ნიკა ცქიტიშვილმა შორეული ტყორცნებით "ლაგუნ აროს" "მენორკასთან" გასვლითი მატჩი მოაგებინა.

შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სტუმარი ლაგუნელები 2 ქულის სხვაობით იგებდნენ (76:74), მატჩი ბოლო წამებამდე ქულა-ქულაში გაგრძელდებოდა, რომ არა ცქიტიშვილის აფეთქება: მან გადამწყვეტ მომენტში ერთმანეთის მიყოლებით ორი სამქულიანი ჩააგდო და ბასკები 82:76 დააწინაურა. სირენამდე 2 წუთით ადრე 6-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა კუნძულელებმა ვეღარ მოახერხეს და "ლაგუნ არომ" სეზონში მეორე გამარჯვება გაიფორმა - 96:87.

სკიტამ 15 ქულა
ჩააგდო, საიდანაც 11 მეოთხე პერიოდში მოინაგრა. მან 23 წუთი ითამაშა, 4-დან 2 ორქულიანი, 4-დან 3 სამიანი, 3-დან 2 საჯარიმო გამოიყენა, 15 ქულის გარდა 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ბოლო წუთებზე ჩაგდებული ჯარიმების წყალობით 20-ქულიანი ბარიერი გადალახეს "ლაგუნ აროს" უკანახაზელებმა სალგადომ (22) და (ბარონმა) - 25.

სამი ტურის შემდეგ ცქიტიშვილის თანაგუნდელებს 2 მოგება მოუგროვდათ და ცხრილის შუიდან ზედა ნაწილში აინაცვლეს. "ლაგუნ არო" მომდევნო ტურში ტაირონ ელისის "ესტუდიანტესს" უმასპინძლებს. მატჩი 24 ოქტომბერს ჩატარდება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული