საბედნიეროდ, 24 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შერმადინი არა მხოლოდ ევროლიგის რიგით გუნდში, არამედ მოქმედი ჩემპიონის შემადგენლობაში ჩაირიცხა - 216 სმ სიმაღლის (1989 წელი) ქართველმა ცენტრმა ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, ხელშეკრულების სამომავლოდ გაგრძელების "ოფციით".
გიორგის ისრაელის "მაქაბიში" არასაკმარისი სათამაშო დრო ჰქონდა, რითაც ცხადია, კმაყოფილი ვერ იქნებოდა, თუმცა ყოფილ
- "მაქაბიში" სულ სამი თვე ვითამაშე. ისრაელში გატარებული დრო ყოველთვის საინტერესოდ გამახსენდება.
ცხოვრება გრძელდება და ისე მოხდა, რომ კარიერაც სხვა გუნდში უნდა გავაგრძელო.
"ოლიმპიაკოსში" ყველაზე მაღალი მაკედონიელი პერო ანტიჩია (210 სმ), რომელიც კარგად გვახსოვს, საქართველოს ნაკრებს პერიმეტრიდანაც უტევდა.
წინასწარ გადაჭრით ძნელი სათქმელია, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ შერმადინს "ოლიმპიაკოსში" სათამაშო დრო საკმარისად ექნება. თავადაც იმედიანადაა:
- მოხარული ვარ, რომ იმავე დონეზე ვითამაშებ, როგორც სეზონი დავიწყე. ბერძნული "ოლიმპიაკოსიც" ევროლიგის ტოპ-16-შია და სხვათა შორის, ჯგუფში "მაქაბისთან" მოხვდა. თელავიველებთან მეტად საინტერესო პაექრობები გველის. "ოლიმპიაკოსისთვის" ძალას არც ერთ შეხვედრაში დავიშურებ.
იმასაც შეგახსენებთ, რომ შერმადინი "მაქაბის" შემდეგ "ოლიმპიაკოსის" დაუძინებელი მტრის, "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავდა.
ახლა კი, როცა გიორგის ისრაელიდან წასვლის საკითხი დადგა დღის წესრიგში, მის მომავალ კლუბად ბერძნული გამოცემები "პანათინაიკოსს" ასახელებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ცდებოდნენ...
"ოლიმპიაკოსის" უახლოესი მატჩი ევროლიგაზე იგეგმება - 27 დეკემბერს ესპანურ "კახა ლაბორალს" ეწვევა. ჯერჯერობით უცნობია, ითამაშებს თუ არა ქართველი ცენტრი ბასკეთში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"