გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ძალა მოიკრიბა

AutoSharing Option
ბალტიის ლიგაზე ლიტვურ "ნევეჟისთან" საშინაო წაგების შემდეგ გიორგი ცინცაძის "ტარტუ როკმა" ძალა მოიკრიბა და მეორე დღეს ასევე ლიტვური "შიაულიაი" დაამარცხა - 77:65.

"როკერებმა" მატჩის პირველი მეოთხედი 19:13 მოიგეს, მეორე - 24:12 და მეორე ტაიმში უპირატესობის შენარჩუნება აღარ გასჭირვებიათ.

გიორგი ცინცაძე სათადარიგო იყო, 25 წუთი ითამაშა, 11 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მის მიერ ნატყორცნი 3 სამქულიანიდან მიზანს ორმა მიაღწია.

"როკის" ბომბარდირი ამჯერადაც კალისტას ეზიუკვუ გახდა - 17 ქულა და 9 მოხსნა.

4 ტურის შემდეგ ტარტუელებს 2 მოგება და
ამდენივე წაგება უწერიათ და სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე არიან. ისინი მომდევნო შეხვედრას 19 ოქტომბერს ჩაატარებენ, ტალინის ტტუ-ს უმასპინძლებენ. ეს მატჩი ესტონეთის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული