ნიკოლოზ ცქიტიშვილმა 2013 წელი გამარჯვებით გახსნა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ცქიტიშვილმა 2013 წელი გამარჯვებით გახსნა. მოგეხსენებათ, იგი ლიბანურ "ჩამპვილში" თამაშობს. სკიტას გუნდმა "ანტრანიკას" უმასპინძლა და თავ-ბედი აწყევლინა - 118:79.

მოგეხსენებათ, ნიკა "ჩამპვილის" ერთ-ერთი ლიდერია და გამარჯვებაშიც დიდი წვლილი შეიტანა, თუმცა მწვრთნელმა სუსტ მეტოქესთან ქართველ თავდამსხმელს მატჩისთვის განკუთვნილი დროის ნახევარი, 20 წუთი არგუნა.

ეს დრო ცქიტიშვილმა მონაგარში შეაჯამა: 11 ქულას 9 მოხსნა მიამატა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე 3-3 პასი-დაფარება იყო. ნიკამ 8-დან 3 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

მის შესახებ ზემოთ დავწერეთ: "ერთ-ერთი ლიდერიო". საქმე ის
არის, რომ სკიტას გვერდით ერთი ჩამპვილელია შეუჩერებელი - ფადი ხატიბი, რომელმაც "ანტრანიკასთან" სამმაგი დუბლი შეასრულა: 31 ქულა, 10 მოხსნა, 12 პასი.

"ჩამპვილი" ლიბანის ჩემპიონატში მორიგ მატჩს 5 იანვარს გამართავს. მისი მეტოქე "ამჩიტი" იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული