სანიკიძის მარგი ქმედების კოეფიციენტი (27) უფრო მაღალი იყო, ვიდრე მასზე 10 ქულით მეტის მიმთვლელი დევიდ მოსისა (26).
სანიკიძე სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ქართველმა ფორვარდმა საბოლოოდ ორმაგი დუბლი შეასრულა.
ვიქტორმა 5-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. 13 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება -
სანიკიძესთან ერთად, სიენელთა გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო დევიდ მოსმა, რომელმაც 27 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. სიენელთა ლიდერი ბობი ბრაუნი კი 12 ქულასა და 4 პასს დასჯერდა.
ამ გამარჯვებით "სიენა" მეორე ადგილზე გადავიდა. მომდევნო ტურში სანიკიძის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის. 13 იანვარს "სიენა" სტუმრად ეთამაშება მესამე ადგილზე მყოფ "დინამო სასარის".
gbf.ge