მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, იგი "მონტეპასკი"-"მონტეგრანაროს" მატჩში საუკეთესო იყო - 27.
ქართველის ასეთი ნაყოფიერი გარჯა მხედველობიდან არ გამორჩენია იტალიურ მასმედიას...
გამოცემა "ბასკეტინსაიდში" ვიქტორის გარჯა 7.5 ბალითაა შეფასებული (გავიხსენოთ, რომ ერთი დღით ადრე სწორედ ასეთი შეფასება მიიღო მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც 19 ქულა მოაგროვა).
მანუს მსგავსად, თავის გუნდში ვიქტორიც მეორე იყო; მხოლოდ დევიდ მოსს ჩამორჩა, რომელსაც 8.5 ბალი ერგო.
აი, რა
"სტამბულური საღამოს შემდეგ სულ სხვა კალათბურთელი დაგვიბრუნდა, სწორედ ისეთი, როგორსაც გასული სეზონიდან ვიცნობთ. შარშან სანიკიძისთვის ორმაგი დუბლი ჩვეულებრივი მოვლენა იყო. "მონტეგრანაროსთან" იგი ყველაზე სასარგებლო სიენელი გახლდათ".
გამოცემა "ევრობასკეტმა" იტალიის ჩემპიონატის მორიგი ტურის საუკეთესო კალათბურთელთა ათეული გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე ის კანტუელი გავიდა, რომელმაც მარკოიშვილზე ოდნავ მეტი ბალი მიიღო - პიეტრო არადორი. მან "მილანთან" სტუმრად გამარჯვებაში 25-ქულიანი წვლილი შეიტანა.
ტურის ნომერ მეექვსე კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე გახდა.
როგორც წესი, მწვრთნელმა ლუკა ბანკიმ "მონტეგრანაროსთან" მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზეც გამორჩეული კალათბურთელები იახლა. ამჯერად ეს პატივი 23 ქულის ავტორ დევიდ მოსსა და ვიქტორ სანიკიძეს ხვდათ.
ქართველმა თავდამსხმელმა მომავალზეც ილაპარაკა:
"აქამდე ფიზიკური ხასიათის პრობლემა მქონდა. ასევე, იოლი არ ყოფილა ახალ გუნდთან, ახალ კომპანიონებთან შეწყობა.
ყოველთვის ვცდილობ, ისე ვითამაშო, როგორც ვიცი, როგორც შემიძლია. ბურთის აცილების შემთხვევაში ბრძოლისუნარიანობას არასოდეს ვკარგავ.
ასეა თუ ისე, გამოჩნდა, თითქოს ახალ წელს ველოდი... "ფენერბაჰჩესთან" და "მონტეგრანაროსთან" შეხვედრებში ჩვეულად, მაქსიმალურად დავიხარჯე და მოხარული ვარ, რომ ყველაფერი კარგად გამომივიდა.
ახლა უკვე მომავალზე ვფიქრობ. ამ კვირას ევროლიგაზე სერიოზული ბრძოლა გველის რუსულ "ხიმკისთან", რომელმაც თვით "ბარსელონა" დაამარცხა".
სხვათა შორის, "მონტეპასკის" დარად, ორი ტურის შემდეგ "ხიმკისაც" ორი მოგება აქვს. მათი დაპირისპირება ევროლიგის ტოპ-16-ში პარასკევს სიენაში შედგება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვიქტორ სანიკიძე "მონტეგრანაროსთან" შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა
ვიქტორ სანიკიძემ "ფენერბაჰჩეს" სარეკორდო 19 ქულა ჩაუგდო [VIDEO]
ვიქტორ სანიკიძე: ქართველები და ნეაპოლელები ერთმანეთს ხასიათით ძალიან ჰგვანან