გიორგი ცინცაძემ თურქულ "ბანვიტს" 12 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ევროთასის ტოპ-16-ში პირველი მატჩი გამარჯვებით დაასრულა გიორგი ცინცაძის "ბუდიველნიკმა". კიეველებმა თურქულ "ბანვიტს" 76:69 სძლიეს.

გადამწყვეტ მომენტში გიორგი მოედანზე იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. თავად განსაჯეთ: საფინალო სირენამდე 34 წამი რჩებოდა, როცა მან სამქულიანი ჩააგდო და თანაგუნდელთა უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა - 74:69.

ცინცაძის სრული მონაგარი ასეთი იყო: 26 წუთი, 12 ქულა, 4 პასი, 2 მოხსნა.

ამავე ტურში ბექა ბურჯანაძის "კახასოლმა" სტუმრად პოლონურ "ზიელონა გორასთან" დათმო - 67:76. ბექამ 2 წუთი ითამაშა და მატჩი უქულოდ დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული