ზაზას ფაჩულიას იმედი გაუცრუვდა

AutoSharing Option
"ატლანტა ჰოქსმა" მეხუთე საგამოფენო მატჩი "ორლანდო მეჯიქთან" ჩაატარა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გაზეთ "ატლანტა კონსტიტუშენის" ჟურნალისტმა "მეჯიქთან" მატჩისადმი მიძღვნილი სპეციალური რეპორტაჟი გამოაქვეყნა. ავტორი მაიკლ კანინგემი იხსენებს, რომ სწორედ "ორლანდომ" გამოაგდო "ატლანტა" პლეი ოფიდან - სერიაში 4:0 მოუგო. დღეს ამ პუბლიკაციის სრულად გადმოქართულება საინტერესო აღარაა, მხოლოდ ზაზა ფაჩულიას ნათქვამს გაგაცნობთ.

- "ორლანდო მეჯიქთან" შარშანდელი დაპირისპირებები კარგად გვახსოვს. მეტოქე წლეულსაც ძლიერია, თუმცა ჩვენ წინა სეზონთან შედარებით უკეთესი გუნდი გვყავს და ვეცდებით, სეზონის დასაწყისიდანვე გავიუმჯობესოთ განწყობა, რათა რეგულარულ სეზონს ყოველმხრივ მომზადებულები შევხვდეთ.

ზაზას
იმედი არ გამართლდა, "მეჯიქმა" "ატლანტა" ამჯერადაც დაამარცხა. თუმცა საგამოფენო მატჩებში ჯორჯიელთა ოთხ წაგებასაც მოეძებნება ორი ახსნა - მწვრთნელი ლარი დრიუ ყველა ახალწვეულს ცდის. და მეორე - მის გუნდში რამდენიმე ტრავმირებულია. თუმცა სერიოზულად არავინაა დაშავებული და, სავარაუდოდ, რეგულარული ჩემპიონატის დაწყებამდე "ატლანტაში" პრობლემები აღარ უნდა იყოს.

მანამდე "ჰოქსს" ორი ამხანაგური შეხვედრა ელის - 21 ოქტომბერს "მაიამისთან" და 22-ში "შარლოტთან".

"ორლანდოს" მაისურით ფაჩულიას წინააღმდეგ პოლონელმა მარცინ გორტატმა ითამაშა, რომელმაც 22 წუთში 4 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. ზაზას მონაგარს ქვემოთ იხილავთ.

ატლანტა-ორლანდო 73:102
ზაზა ფაჩულია: 12 წუთი, 6 ქულა, 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება, 2 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
06:44 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
06:11 ფოლი: 1
05:55 ორქულიანი: არაზუსტი
04:50 ფოლი: 2 (ტექნიკური)
04:40 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
03:54 კოლინზმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
08:06 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
04:47 კოლინზმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
05:54 ზაზამ ჯონსონი შეცვალა
05:14 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
04:58 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
03:58 ჩაჭრა: 1 (დუჰონს ჩაუჭრა)
03:41 ორქულიანი: 2ქ (69:93)
02:28 ორქულიანი: 4ქ (71:98)
02:12 დაფარება: 1 (ბასს დაუფარა)
01:46 შეცდომა: 1
01:16 საჯარიმოები: 2/2 (6ქ, 73:102)
00:30 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
00:14 შეცდომა: 2




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული