ევროლიგაზე ქართულ დუელში ვიქტორ სანიკიძემ გიორგი შერმადინს აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
ევროლიგაზე წლეულს მესამედ ვიხილეთ ქართული დუელი. პირველ წრეში გიორგი შერმადინი "მაქაბის" მაისურით ორჯერ დაუპირისპირდა ვიქტორ სანიკიძის "მონტეპასკის" (სიენა, იტალია).

ტოპ-16 კი გიორგიმ ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან" ერთად დაიწყო და მეოთხე ტურში, 18 იანვარს სიენელებს უმასპინძლა. მატჩი იტალიელებმა 74:72 მოიგეს.

წინა ქართული დაპირისპირებებისგან განსხვავებით ორივე ჩვენიანმა მაღალი დონის კალათბურთი უჩვენა.

შერმადინს ოლიმპიაკოსელთაგან ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა - 21. მან 14 წუთში 9 ქულა (3-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 7 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ვიქტორ სანიკიძემ გიორგის სოლიდარობა
გამოუცხადა და მანაც 9 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 5-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 1 დაფარება. სიენელმა ქართველმა 21 წუთი ითამაშა და სარგებლიანობის მიხედვით თანაგუნდელთა შორის მეორე იყო - 14.

ყველაზე მაღალი მქკ "მონტეპასკის" ამერიკელ გამთამაშებელ ბობი ბრაუნს აღმოაჩნდა (24), რომელმაც 22 ქულა გაიფორმა.

ყველაზე ღირებული მისი ბოლო ორქულიანი იყო: როცა ყველას ეგონა, მატჩი ოვერტაიმში გადავიდოდა, ბერძნებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს და ბობიმ სირენამდე წამით ადრე საფინალო ანგარიში დააფიქსირა - 74:72.

...არადა, 44 წამით ადრე "ოლიმპიაკოსი" ხუთი ქულის სხვაობით იგებდა.

VideoSportall.Ge
ქართველთა დუელი: ოლიმპიაკოსი - სიენა 72:74


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული