მას საქართველოს ნაკრების გულშემატკივარიც კარგად იცნობს და ისიც მოგეხსენებათ, რომ ამერიკულ "ბრუკლინ ნეთსში" თორნიკე შენგელიას თანაგუნდელია.
პუბლიკაცია რამდენიმე ქვეთავადაა დაყოფილი, რომელთაგან ერთ-ერთი მთლიანად ქართველებს ეხება.
როგორც თავად ამბობს, მირზა ტელეტოვიჩი ახალი თანაგუნლელებიდან ყველაზე ახლოს ქართველ თორნიკე შენგელიასთანაა.
- მე და თოკოს ბევრი საერთო გვაქვს. ორივე ესპანეთში ვთამაშობდით. ამ ზაფხულს საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებები ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ერთ ჯგუფში იყვნენ. ურთიერთშეხვედრებისას შენგელიასაც ველაპარაკე და ზაზა ფაჩულიასაც.
ტელეტოვიჩი ახალგაზრდა თანაგუნდელს ასე ახასიათებს:
დარწმუნებული ვარ, თოკო მალე დაამტკიცებს, რომ ძალიან კარგი კალათბურთელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"