საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა წევრმა მორიგი ტურის მატჩში 17 ქულა მოაგროვა, მისმა "ჰაპოელმა" კი შინ "ნეთანია" 79:70 დაამარცხა.
პულენი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და მწვრთნელმა 34 წუთით დატვირთა. ამერიკელმა გამთამაშებელმა 7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 17 ქულა შეადგინა.
ამას გარდა, პულენს 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა და ის იერუსალიმელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
"ჰაპოელს", რომელსაც 8 მოგება და 6 მარცხი აქვს, ცხრილში მე-4
gbf.ge