თორნიკე შენგელიამ D-ლიგაში მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ NBA-ს განვითარების ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა და კვლავ თავი გამოიჩინა.

ბრუკლინელების ეგრედ წოდებულმა ფარმ-კლუბმა ქართველი ფორვარდის ლიდერობით მორიგი მატჩი მოიგო.

"სპრინგფილდ არმორმა" "სანტა კრუზ უარიორზს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში -111:100 დაამარცხა.

შენგელიამ 2 დღის წინ "სპრინგფილდის" შემადგენლობაში 39 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა, 27 იანვარს, გამთენიისას კი D-ლიგაში მორიგი მატჩი გამართა და კვლავ ორმაგი დუბლი შეასრულა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 36,39 წუთი გაატარა. თორნიკემ 12-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3
სამიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. შენგელიამ ჯამში 24 ქულა მოაგროვა, რასაც 13 მოხსნა, 3 პასი, 3 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაყოლა.

შენგელიაზე 2 ქულით მეტი მოაგროვა "ბრუკლინის" მეორე ახალწვეულმა ტაიშონ ტეილორმა, რომელმაც მთლიანობაში 26 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. 16 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა ვილი რიდს.

სწორედ ამ კალათბურთელებისა და შენგელიას შედეგიანობით "სპრინგფილდმა" მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

8 გამარჯვებითა და 15 მარცხით "არმორი" აღმოსავლეთ დივიზიონში ბოლო, მე-5 ადგილზეა. მორიგ მატჩს სპრინგფილდელები 28 იანვარს გამართავენ. შენგელიას გუნდი დივიზიონში მე-2 ადგილზე მყოფ "მეინს" შეხვდება.

gbf.ge


ასევე იხილეთ:
ამერიკელები შენგელიაზე: ყურადღებით დააკვირდით, მოედანზეა NBA-ს მომავალი ვარსკვლავი

თორნიკე შენგელიას სარეკორდო მაჩვენებელი D ლიგაში [VIDEO]
თორნიკე შენგელიას სამმაგი დუბლი და დაბრუნება "ბრუკლინში"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტრავმა აქვს და გუშინ არ უთამაშია და ხო არ იცით რატო?
beqa
12:03 28-01-2013
0

სიახლეები პოპულარული