პირეოსული კლუბის ხელმძღვანელობა ტრავმირებული ვაგელის მანაძრისის შემცვლელს ეძებს და ცინცაძის გარდა, სამ ვარიანტს განიხილავს: ჯერემი პარგოს, კრის ქუინსა და ჯასტინ დენტმონს.
ცნობილია, რომ ახალ კალათბურთელთან ოლიმპიაკოსელები კონტრაქტს 20 თებერვლამდე გააფორმებენ.
შეგახსენებთ, პირეოსელთა შემადგენლობაში იანვარში ჩაირიცხა 23 წლის ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"