გიორგი ცინცაძე შესაძლოა "ოლიმპიაკოსში" გადავიდეს

AutoSharing Option
გამოცემა "ევროჰუპსმა" ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა: შესაძლოა, საქართველოს ნაკრებისა და უკრაინული "ბუდიველნიკის" ქართველი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე (1986 წელსაა დაბადებული) საბერძნეთის "ოლიმპიაკოსში" გადავიდეს.

პირეოსული კლუბის ხელმძღვანელობა ტრავმირებული ვაგელის მანაძრისის შემცვლელს ეძებს და ცინცაძის გარდა, სამ ვარიანტს განიხილავს: ჯერემი პარგოს, კრის ქუინსა და ჯასტინ დენტმონს.

ცნობილია, რომ ახალ კალათბურთელთან ოლიმპიაკოსელები კონტრაქტს 20 თებერვლამდე გააფორმებენ.

შეგახსენებთ, პირეოსელთა შემადგენლობაში იანვარში ჩაირიცხა 23 წლის ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან მაგარი იქნება თუ გადავა, რამდენი კალათბურთელი გვეყოლება წამყვან ევროპულ კლუბებში! ამდენი არასდროს არ გვყოლია, ნეტავ ეხლა კარგი მწვრთნელიც გვეღირსის ნაკრებისთვის... :))))
Dato
13:49 05-02-2013
0

სიახლეები პოპულარული