ცინცაძის მოგება და დასვენება

AutoSharing Option
"ტარტუ როკმა" გასულ უქმეებზე ერთმანეთის მიყოლებით ორი მატჩი ჩაატარა. ჯერ ბალტიის თასზე ლატვიურ "ვენტსპილსს" უმასპინძლა, მეორე დღეს ესტონეთის ჩემპიონატში ტალინის ტტუ-ს ესტუმრა.

ტარტუში ჩასვლამდე ვენტსპილსელებს ბალტიის ლიგაში სამივე მატჩი მოგებული ჰქონდათ, თუმცა "როკთან" პირველი პერიოდის მიხედვით ვერავინ იტყოდა, რომ მეტოქე სატურნირო ცხრილის ლიდერი იყო - ესტონელებმა საწყის 10 წუთში 24:10 იმარჯვეს. მომდევნო 30 წუთში ლატვიელები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მასპინძლებს ვერ დაეწივნენ. საბოლოოდ, 89:79 ტარტუელთა სასარგებლოდ.

როკერებს შეტევისას იანარ ტალტსი გაუძღვა - 22 ქულა. გიორგი ცინცაძის მონაგარი ასეთი იყო: 1
6 წუთი, 6 ქულა, 1 პასი, 3 ჩაჭრა. მეორე დღეს "როკმა" ტტუ-ს 75:61 სძლია. მწვრთნელმა ცინცაძე და ტალტსი დაასვენა, განაცხადში არ შეიყვანა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული