მანუს მომგებიანი გადაცემა

AutoSharing Option
მანუჩარ მარკოიშვილის "კანტუმ" ტომო მაჰორიჩის (მანუს "კიევში" წვრთნიდა) "კრემონასთან" წინასასეზონოდ ორი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. პირველი მოიგო, მეორეში დამარცხდა. ამ გუნდების პირველმა ოფიციალურმა შეხვედრამაც დაამტკიცა, რომ "კანტუ" და "კრემონა" თანაბარი ძალის გუნდებია - თამაში ბოლოს ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. 39-ე წუთი მთავრდებოდა, როცა მარკოიშვილმა მაარტენ ლეუნენს შედეგიანი გადაცემით სამქულიანი ჩააგდებინა და "კანტუ" 75:74 დაწინაურდა. ბოლო წუთზე მასპინძლებმა ორი საჯარიმო გამოიყენეს, სტუმრებმა - ერთი. შესაბამისად, "კანტუმ" 77:75 მოიგო.

მანუჩარ მარკოიშვილმა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა: 27 წუთში 12 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი,
4-დან 4 საჯარიმო), 1 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. ინტერნეტ-გაზეთ "ტუტობასკეტისგან" მანუჩარმა 6.5-ბალიანი შეფასება დაიმსახურა.

ამავე გამოცემამ ვიქტორ სანიკიძეს 6 ქულა დაუწერა. ვიქტორი "ბრინდისისთან" სტუმრად გამართულ მატჩში 17 წუთში 4 ქულასა და 3 მოხსნას გამორჩა. მან მეტოქის კალათის მიმართულებით ორ-ორი სამქულიანი და ორიანი ისროლა, რომელთაგან ორქულიანები გამოიყენა.

სანიკიძის "ვირტუსმა" "ბრინდისისთან" 84:87 წააგო.

ორი ტურის შემდეგ "კანტუსა" და "ვირტუსს" თითო მოგება-წაგება აქვთ.

იტალიის მეორე ლიგაში სამი მოგებით მესამე ადგილზეა ნიკა მეტრეველის "რიმინი". ბოლო ტურში ამ კლუბმა "ჟესი" დაამარცხა - 96:89. ნიკამ 3 წუთი ითამაშა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული