მესამედ: თორნიკე შენგელია პაასენის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი თორნიკე შენგელია ბელგიის ჩემპიონატში "პეპინსტერის" მეორე მატჩში სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა. თორნიკეს თანაგუნდელებმა ჩემპიონობის მაძიებელ "მონსთან" სტუმრად 87:100 დათმეს.

პეპინსტერელები მეტოქეს მეოთხე პერიოდამდე თანაბრად ეპაექრებოდნენ, მესამე პერიოდის შემდეგ 65:68-ს აგებდნენ, თუმცა მატჩის ბოლოს ძალა აღარ ეყოთ და 13 ქულის სხვაობით დამარცხდნენ.

შენგელიამ, როგორც სჩვევია, ნაყოფიერად ითამაშა: 24 წუთში 8 ქულა (5-დან 4 ორქულიანი), 4 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა.

"მონსის" რიგებში ითამაშა ჰოლანდიელმა ვან პაასენმა, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი "ამსტერდამიდან" იცნობს (2007 წელს "ენერჯის" ევროჩელენჯზე დაუპირისპირდა). პაასენი-შენგელიას დუელი
2009 წელს უტრეხტში ორჯერ შედგა: ამხანაგურ მატჩში საქართველომ ჰოლანდიასთან ჯერ 63:79 დათმო, შემდეგ - 74:81. პირველ მატჩში შენგელიამ 7 ქულა ჩააგდო, მეორეში - 6.

უტრეხტიდან ბელგიაში გადავუხვიოთ. "პეპინსტერი" სეზონის მესამე მატჩს 30 ოქტომბერს "ოსტენდესთან" შინ ჩაატარებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული