შერმადინის ოლიმპიას პირველი მარცხი

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის ახალმა კლუბმა "ოლიმპიამ" სეზონში პირველი მატჩი წააგო. ოლიმპიელები ხორვატიაში "ციბონასთან" შეხვედრაში გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, ბოლო წუთს საყაიმო ანგარიშით შეხვდნენ (81:81), თუმცა მას მერე ქულა ვერ ჩააგდეს, მასპინძლებმა კი აქტივს სამი ქულა მიამატეს და 84:81 გაიმარჯვეს.

გიორგი შერმადინი მწვრთნელმა იურე ზვოდჩმა მოედანზე 36-ე წუთზე დააბრუნა. თამაშში ჩართვისთანავე ქართველმა ცენტრმა ზემოდან გდებით თანაგუნდელები 72:71 დააწინაურა. ორ წუთში მას სხვაობის 3 ქულამდე გაზრდაც შეეძლო, თუმცა ორი საჯარიმო გააცუდა. სირენამდე წუთნახევრით ადრე შერმადინი დამირ მარკოტამ შეცვალა. ბოლო წუთებზე მოვლენები როგორ განვითარდა, ზემოთ
მოგახსენეთ.

ორი გაცუდებული საჯარიმოს მიუხედავად, გიორგი "ოლიმპიას" რიგებში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო. ამას სტატისტიკაც ადასტურებს: 8:30 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი. ქართველმა ცენტრმა ოთხივე ორქულიანი მიზანში მოარტყა. სტუმართა სნაიპერი კევინ პინკნი გახდა - 20 ქულა. მატჩის ბომბარდირობა ხორვატმა ბოიან ბოგდანვიჩმა იკისრა - 33 ქულა.

"ოლიმპია" მომდევნო მატჩს 28 ოქტომბერს ჩაატარებს - ევროლიგაზე მილანის "არმანის" ესტუმრება.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული