განვითარების ლიგიდან NBA-ში დაბრუნებულმა თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინის" შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა მხოლოდ სიმბოლური დროით.
ბრუკლინელებმა სტუმრად "შარლოტი" 99:78 გაანადგურეს, ქართველმა ფორვარდმა კი მოედანზე შეხვედრის უკანასკნელი 1,53 წუთი გაატარა.
ასე მცირე დროში შენგელიამ სასარგებლო ვერაფერი მოასწრო, ბურთი ერთხელ დაკარგა და სულ ეს იყო.
აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველ ფორვარდს NBA-ს ჩემპიონატში 11 იანვრის შემდეგ არ ეთამაშა. 1, 53 წუთი გამოუყვეს ბრუკლინელთა კიდევ ერთ ახალბე
ტრავმა აწუხებს ზაზა ფაჩულიას და ის მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა. 6-მატჩიანი გასვლითი ტურნეს შემდეგ ატლანტელებმა პირველად ითამაშეს შინაურ არენაზე და მონატრებული გულშემატკივრები "ფილადელფიას" 107:96 ძლევით გაახარეს.
35 გამარჯვებითა და 26 მარცხით ბრუკლინელები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 საფეხურზე იმყოფებიან. 1 მოგებით ნაკლები აქვს "ატლანტას", რომელიც "ჩიკაგოსთან" ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.
ფაჩულიას გუნდი 8 მარტს ბოსტონში "სელტიკსს" ეთამაშება, ხოლო ამავე დღეს "ბრუკლინი" "ვაშინგტონს" უმასპინძლებს.
gbf.ge