თორნიკე შენგელია NBA-ში მოედანს დაუბრუნდა, ზაზა ფაჩულია ტრავმირებულია

AutoSharing Option
11 იანვრის შემდეგ თორნიკე შენგელია NBA-ს მოედანზე პირველად გამოჩნდა.

განვითარების ლიგიდან NBA-ში დაბრუნებულმა თორნიკე შენგელიამ "ბრუკლინის" შემადგენლობაში ითამაშა, თუმცა მხოლოდ სიმბოლური დროით.

ბრუკლინელებმა სტუმრად "შარლოტი" 99:78 გაანადგურეს, ქართველმა ფორვარდმა კი მოედანზე შეხვედრის უკანასკნელი 1,53 წუთი გაატარა.

ასე მცირე დროში შენგელიამ სასარგებლო ვერაფერი მოასწრო, ბურთი ერთხელ დაკარგა და სულ ეს იყო.

აღსანიშნავია, რომ 21 წლის ქართველ ფორვარდს NBA-ს ჩემპიონატში 11 იანვრის შემდეგ არ ეთამაშა. 1, 53 წუთი გამოუყვეს ბრუკლინელთა კიდევ ერთ ახალბე
და ტაიშონ ტეილორს, ხოლო მირზა ტელეტოვიჩმა 14 წუთში 3 ქულა და 3 პასი გაიღო.

ტრავმა აწუხებს ზაზა ფაჩულიას და ის მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა. 6-მატჩიანი გასვლითი ტურნეს შემდეგ ატლანტელებმა პირველად ითამაშეს შინაურ არენაზე და მონატრებული გულშემატკივრები "ფილადელფიას" 107:96 ძლევით გაახარეს.

35 გამარჯვებითა და 26 მარცხით ბრუკლინელები აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 საფეხურზე იმყოფებიან. 1 მოგებით ნაკლები აქვს "ატლანტას", რომელიც "ჩიკაგოსთან" ერთად მეოთხე-მეხუთე ადგილებს იყოფს.

ფაჩულიას გუნდი 8 მარტს ბოსტონში "სელტიკსს" ეთამაშება, ხოლო ამავე დღეს "ბრუკლინი" "ვაშინგტონს" უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული