ზაზა ფაჩულია: მოედანს მეტი შემართებითა და ენერგიით დავუბრუნდები

AutoSharing Option
"ექიმებთან, მეგობრებთან, ყოფილ სპორტსმენებთან (რომლებსაც აქილევსის მყესის ტრავმა ჰქონიათ) კონსულტაციების შემდეგ ვეცადე, სწორი გადაწყვეტილება მიმეღო. საბოლოოდ ოპერაცია გადაწყდა.

ვფიქრობ, ასე სჯობს ჩემი მომავალი კარიერისთვის. ასეთია ცხოვრება... ვიმედოვნებ, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, რაც შეიძლება, მალე დავუბრუნდები ჩემს საყვარელ საქმიანობას - კალათბურთს"
- განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ მას შემდეგ, რაც ექიმებმა ოპერაციის თარიღი დაუნიშნეს: 3 აპრილი, შარლოტი, "მერსის საავადმყოფო".

გარდა ამისა, ფაჩულიამ "ფეისბუქის" საკუთარ პროფილზე ყველას თანადგომისთვისა და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გა
დაუხადა.

"ტრავმ
ები სპორტსმენის კარიერის ნაწილია. სამწუხაროდ, ჩემს ტრავმას ოპერაცია და 6-თვიანი რეაბილიტაცია სჭირდება.

დრო მალე გავა, მეც უფრო მეტი შემართებით და ენერგიით დავუბრუნდები მოედანს.

ძალიან ვწუხვარ, რომ პლეიოფების და ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მომიწევს.

დიდი მადლობა ყველას კეთილი სურვილებისთვის და თანადგომისთვის".


საპასუხისმგებლო პროცედურას საკუთარ თავზე იღებს ექიმი რობერტ ანდერსონი. ფაჩულიას შარლოტში გაჰყვება "ატლანტა ჰოქსის" ექიმი მაიკლ ბერნოტი.

დამეთანხმებით, ასეთი ინფორმაცია იოლი წასაკითხი არ არის; არც დასაწერადაა ადვილი, მაგრამ რამდენიმე დეტალზე კიდევ უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

ექიმების ვარაუდით, ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაცია 6 თვეს გასტანს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზაზა NBA-ს მიმდინარე სეზონის დასკვნით ეტაპს ვეღარ ითამაშებს.

არადა, მისი გუნდი აღმოსავლეთის კონფერენციის რვაეულშია და რას ნიშნავს პლეი ოფი ფაჩულიასთვის, არაერთხელ ხმამაღლა დაუფიქსირებია.

საქართველოს ნაკრების ზოგმა გულშემატკივარმა პუბლიკაციის შესავლის წაკითხვის შემდეგ, შესაძლოა, უკვე გადათვალა ექვსი თვე.

მართლაც, ევროპის ჩემპიონატის გამართვის დრო დღეიდან სწორედ მეექვსე თვეს, სექტემბერს ემთხვევა.

გამოდის, რომ საქართველოს ნაკრებს სლოვენიაში ჩასვლა ფაჩულიას გარეშე მოუწევს? ამ კითხვაზე კატეგორიული პასუხის გაცემა არ ვიჩქაროთ, აკი თქვა ფაჩულიამ - იმედია, მოედანს, რაც შეიძლება, მალე დავუბრუნდებიო.

თუმცა, სანაკრებო თემაზე ლაპარაკი, შესაძლოა, უადგილოც იყოს, რადგან ახლა მთავარია, ოთხშაბათს დაგეგმილმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძაან დაგვაკლდები ევროპის ჩემპიონატზე ეს მარტო შენიკიარა მთელი ქართველი გულშემატკივრის ტრამვაა მალე გამოჯანმრთელდი გმერტი შენსკენ
brazi
13:53 02-04-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული