მესამე პერიოდის დასაწყისში ესტონელები 13 ქულის სხვაობით იგებდნენ (37:24), თუმცა მეოთხედის ბოლოს ლიტველებმა სხვაობა ქულამდე შეამცირეს - 43:44.
მეოთხე პერიოდის დაწყებიდან 5 წუთში ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა - 51:51. სწორედ ამის შემდეგ იყოჩაღეს "როკერებმა", გადამწყვეტ მომენტში მასპინძლებზე უკეთესად ისროლეს, დაცვაშიც მტკიცედ დადგნენ და საბოლოოდ 61:56
გიორგი ცინცაძემ 15 წუთი ითამაშა, 2 სამქულიანიდან და 4 საჯარიმოდან 2 თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა და 2 ქულას თითო მოხსნა-პასი მიამატა. ვალო აალინგუსა და სილვერ ლეპიკს "როკის" ბომბარდირობისთვის 10-10 ქულაც ეყოთ.
ბალტიის ლიგაში "ტარტუს" 7 მატჩიდან 5 აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილის სათავეშია. ცინცაძის თანაგუნდელები ამ ტურნირის მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს ჩაატარებენ - ერთ-ერთ ფავორიტს, "ვეფ რიგას" (4 მოგება, 1 წაგება) მიიღებენ. მანამდე "როკს" ესტონეთის ჩემპიონატში საპასუხისმგებლო მატჩი ელის - 2 ნოემბერს "კალევს" უმასპინძლებს.