"კანტუ" მარკოიშვილით და მის გარეშე - მანუჩარის გაშვება არ შეიძლებოდა

AutoSharing Option
მანუჩარ მაროიშვილი იტალიური "კანტუდან" თურქეთის "გალათასარაიში" იანვარში გადავიდა.

იტალიური კლუბი ამის წინააღმდეგი არ იყო, პირიქით, მის ხელმძღვანელობას ხელს აძლევდა იმ კალათბურთელის შუა სეზონში გაშვება, რომელსაც კონტრაქტი ჩემპიონატის ბოლოს უმთავრდებოდა.

რადგან ტრანსფერიდან გარკვეული თანხა ერგო "კანტუსაც", რომელიც ფინანსურად დალხენილი ნამდვილად არ იყო.

მარკოიშვილის თურქეთში გადასვლიდან ორიოდე თვეში, 12 აპრილს გაზეთ "ლა რეპუბლიკაში" გამოქვეყნდა საინტერესო გამოკვლევა, რომლის ავტორი აცხადებს, რომ მანუს გაშვება არ შეიძლებოდა და ასკვნის: მარკოიშვილი შეუცვლელია. სწორედ ასეთი სათაური აქვს პუბლიკაციას.

აქ კი გთავაზობთ ფოტოს, რომლის მიხედვითაც ნათლად დაინახავთ, რამდენად
დაიკლო "კანტუს" გუნდურმა მაჩენებლებმა ქართველის გამოკლების შემდეგ.

ეს გუნდის სატურნირო მდგომარეობაზეც უარყოფითად აისახა - ლომბარდიელები მე-5 ადგილამდე დაქვეითდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუჩარ მარკოიშვილი: ევრობასკეტის ჯგუფიდან გასვლას დაცვის ხარჯზე შევძლებთ
მანუჩარ მარკოიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული