2 დღის წინ "ვაშინგტონთან" ბრწყინვალე თამაშის შემდეგ ველოდით, რომ რეგულარულის ბოლო მატჩში თორნიკე შენგელია მოედანზე გამოვიდოდა, თუმცა ბრუკლინელთა მთავარმა მწვრთნელმა პიჯეი კარლისიმომ ქართველი ფორვარდი განაცხადში არ შეიყვანა.
წინა მატჩისგან განსხვავებით, ბრუკლინელებმა ძირითადი ხუთეულით ითამაშეს, თუმცა ლიდერებს ბევრი არ უთამაშიათ.
განაცხადში მყოფმა ყველა კალათბურთელმა ითამაშა, ბრუკლინელებმა კი "დეტროიტი" 103:99 დაამარცხეს და რეგულარული სეზონი 49 მოგებითა და 33 წაგებით დაასრულეს.
"ბრუკლინი" პლეი ოფის პირველ რაუნდში "ჩიკაგოს" შეხვდება და საჭიროების შემთხვევაში, მოედნის უპირატესობით ისარგებლებს.
gbf.ge
ასევე იხილეთ:
თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში [VIDEO]