ამ მატჩის შემდეგ ოლიმპიაკოსელებს 22 გამარჯვება მოუგროვდათ, მაშინ, როცა "პანიონიოსს" 19 მოგება დარჩა.
ასე და ამგვარად, გარკვეულია, რომ შერმადინის თანაგუნდელები რეგულარულ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებენ.
24 წლის ქართველმა ცენტრმა 16 წუთი ითამაშა და 10 ქულას 3 მოხსნა მიამატა. მის ანგარიშზე 5-დან 4 ორქულიანი და 4-იდან 2 საჯარიმოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"