გიორგი შერმადინმა "პანიონიოსს" 16 წუთში 10 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
მეტად საპასუხისმგებლო მატჩი ჩაატარა გიორგი შერმადინის "ოლიმპიაკოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატში. იგი მეორეადგილოსან "პანიონიოსს" სტუმრად დაუპირისპირდა და დამაჯერებლად დაამარცხა - 66:57.

ამ მატჩის შემდეგ ოლიმპიაკოსელებს 22 გამარჯვება მოუგროვდათ, მაშინ, როცა "პანიონიოსს" 19 მოგება დარჩა.

ასე და ამგვარად, გარკვეულია, რომ შერმადინის თანაგუნდელები რეგულარულ ეტაპს პირველ ადგილზე დაასრულებენ.

24 წლის ქართველმა ცენტრმა 16 წუთი ითამაშა და 10 ქულას 3 მოხსნა მიამატა. მის ანგარიშზე 5-დან 4 ორქულიანი და 4-იდან 2 საჯარიმოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაჟაააააა 4 ორიანი და ერთი საჯარიმო 9 არის!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
nikilura
15:48 01-05-2013
0

სიახლეები პოპულარული