გიორგი შერმადინი: კუნთი გამიწყდა და ზუსტად არ ვიცი, როდის ვითამაშებ

AutoSharing Option
ლონდონიდან ევროლიგის თასით დაბრუნებულმა "ოლიმპიაკოსმა" საბერძნეთის ჩემპიონატში რეგულარული ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩაატარა - პეტრას "აპოლონს" უმასპინძლა და 80:53 დაამარცხა.

მატჩის განაცხადში არ იყო ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი. მიზეზი სასიამოვნო ნამდვილად არ არის - იგი ტრავმირებულია. აი, რა გვითხრა თავად შერმადინმა:

- კუნთი მაქვს გაწყვეტილი და ვმკურნალობ.

- როდის დაგიზიანდა?
- ლონდონში წასვლამდე, ვარჯიშისას ფეხი გამიცურდა და ევროლიგის ფინალური ოთხეულის მატჩები ტრავმირებულმა ჩავატარე. შეხვედრების წინ ნემსებს ვიკეთებდი...

- ექიმები რას გეუბნებიან?
- ვმკურნალობ და თერაპიის კურსებს გავდივარ. ზუსტად არ ვიცი, როდის
შევძლებ თამაშს. მინდა, "ოლიმპიაკოსს" პლეი ოფში დავეხმარო.

* * *
რეგულარული ეტაპის ბოლო შეხვედრა "ოლიმპიაკოსისთვის" მეოთხედფინალის რეპეტიცია იყო, რადგან სწორედ "აპოლონს" შეხვდება პლეი ოფში.

ამ უკანასკნელმა მერვე ადგილი დაიკავა, პირეოსელებმა კი 25 შეხვედრა მოიგეს (1 მარცხი) და რეგულარულის ჩემპიონები გახდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გიორგი შერმადინის წარმატებამ უცხოური პრესა საქართველოთი დააინტერესა
გიორგი შერმადინი: ეს ჯილდო უფრო გემრიელია და ვცდილობ, მეტად დავტკბე

გიორგი შერმადინი ევროლიგის ორგზის ჩემპიონია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული