ფაჩულიამ კლივლენდის ბარიერი დაძლია

AutoSharing Option
ბოლო ორ სეზონში "კლივლენდ კავალიერსი" "ატლანტა ჰოქსისთვის" გადაულახავი ბარიერი იყო. ამას უმთავრესად ლებრონ ჯეიმსი განაპირობებდა. ამ სეზონის წინ "კლივლენდმა" ლე"ბრონი" მოიხსნა ("მაიამიში" გადავიდა) და თამაშს თამაშზე აგებს. საპირისპიროდ, ახალი მწვრთნელის, ლარი დრიუს ხელმძღვანელობით "ატლანტაში" სასტარტოებთან ერთად სათადარიგოებიც თავისუფლად ათამაშდნენ და ჯორჯიელები ჯერაც უძლეველები არიან. "ატლანტას" ვერც ადგილობრივი გულშემატკივრებით შეგულიანებულმა "კლივლენდმა" აჯობა.

მატჩის სცენარი დრამატული გამოდგა. პირველ მეოთხედში სტუმრებმა მასპინძლებს 40 ქულა ჩაუგდეს, საპასუხოდ მხოლოდ 27 მიიღეს. მეორე მეოთხედის დასაწყისში თანაგუნდელებს ორი ქულა ზაზა ფაჩულიამაც შეაწია - 44:29. ასეთი უპირატესობის მოპოვების
შემდეგ "ქორებს" სხვაობის შანარჩუნება, როგორც წესი, არ უჭირთ, თუმცა კლივლენდში ასე არ მოხდა - მო უილიამსის წინამძღოლობით მასპინძლებმა "დეფიციტიც" მალე აღმოფხვრეს და მეოთხე პერიოდის პირველივე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც - 75:74.

ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ფაქტს: როცა ატლანტელებს დაცვაში ძალიან გაუჭირდათ, მწვრთნელმა ელ ჰორფორდის ნაცვლად მოედანზე ზაზა შეიყვანა (მესამე პერიოდის მეათე წუთზე, ანგარიშზე 72:69). მეოთხე რაუნდის დასაწყისში "კლივლენდის" დაწინაურება წამიერი იყო - მომდევნო სამ წუთში მასპინძლებმა "ჰოქსის" კალათს გასაღები ვეღარ მოარგეს, სტუმრები კი 8:0 გაიქცნენ. ჯონსონისა და კროუფორდის ჯამურ 7 ქულას ფაჩულიამ ერთი საჯარიმო წაუმატა და - 82:75. ამის შემდეგ "ქორების" ლიდერობა მერვინ უილიამსმა ითავა და "ატლანტამ" 100:88 გაიმარჯვა.

ჯორჯიელებს წლევანდელ სეზონში ასპროცენტიანი შედეგი აქვთ - 4 შეხვედრიდან ამდენივე მოგება. ორქულიანის გრაფაში ზაზასაც ასპროცენტიანი შედეგი ეწერა, თუმცა მხოლოდ ერთხელ სტყორცნა...

დღეს, გამთენიისას "ჰოქსს" "დეტროიტ პისტონსისთვის" უნდა ემასპინძლა.

კლივლენდი-ატლანტა 88:100
ზაზა ფაჩულია: 15:34 წუთი, 3 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა, 3 ფოლი, 1 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
04:26 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
03:58 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:05 ჯონსონმა ზაზა შეცვალა
00:02 ზაზამ უილიამსი შეცვალა
II პერიოდი
11:30 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
10:45 ორქულიანი: 2ქ (44:29)
10:45 საჯარიმო: 1/0
09:33 ფოლი: 1
09:18 ფოლი: 2
09:18 შეცდომა: 1
08:53 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:23 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
IV პერიოდი
08:52 საჯარიმოები: 2/1 (3ქ, 82:75)
06:19 ფოლი: 3
06:19 სმიტმა ზაზა შეცვალა


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული