მატჩის სცენარი დრამატული გამოდგა. პირველ მეოთხედში სტუმრებმა მასპინძლებს 40 ქულა ჩაუგდეს, საპასუხოდ მხოლოდ 27 მიიღეს. მეორე მეოთხედის დასაწყისში თანაგუნდელებს ორი ქულა ზაზა ფაჩულიამაც შეაწია - 44:29. ასეთი უპირატესობის მოპოვების
ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ფაქტს: როცა ატლანტელებს დაცვაში ძალიან გაუჭირდათ, მწვრთნელმა ელ ჰორფორდის ნაცვლად მოედანზე ზაზა შეიყვანა (მესამე პერიოდის მეათე წუთზე, ანგარიშზე 72:69). მეოთხე რაუნდის დასაწყისში "კლივლენდის" დაწინაურება წამიერი იყო - მომდევნო სამ წუთში მასპინძლებმა "ჰოქსის" კალათს გასაღები ვეღარ მოარგეს, სტუმრები კი 8:0 გაიქცნენ. ჯონსონისა და კროუფორდის ჯამურ 7 ქულას ფაჩულიამ ერთი საჯარიმო წაუმატა და - 82:75. ამის შემდეგ "ქორების" ლიდერობა მერვინ უილიამსმა ითავა და "ატლანტამ" 100:88 გაიმარჯვა.
ჯორჯიელებს წლევანდელ სეზონში ასპროცენტიანი შედეგი აქვთ - 4 შეხვედრიდან ამდენივე მოგება. ორქულიანის გრაფაში ზაზასაც ასპროცენტიანი შედეგი ეწერა, თუმცა მხოლოდ ერთხელ სტყორცნა...
დღეს, გამთენიისას "ჰოქსს" "დეტროიტ პისტონსისთვის" უნდა ემასპინძლა.
კლივლენდი-ატლანტა 88:100
ზაზა ფაჩულია: 15:34 წუთი, 3 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 3-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა, 3 ფოლი, 1 შეცდომა
ქრონოლოგია
I პერიოდი
04:26 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
03:58 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:05 ჯონსონმა ზაზა შეცვალა
00:02 ზაზამ უილიამსი შეცვალა
II პერიოდი
11:30 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
10:45 ორქულიანი: 2ქ (44:29)
10:45 საჯარიმო: 1/0
09:33 ფოლი: 1
09:18 ფოლი: 2
09:18 შეცდომა: 1
08:53 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:23 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
IV პერიოდი
08:52 საჯარიმოები: 2/1 (3ქ, 82:75)
06:19 ფოლი: 3
06:19 სმიტმა ზაზა შეცვალა