"დეტროიტთან" მატჩის მსვლელობისას სასტარტოებს კარგად ეხმარებოდნენ ტიგი, ფაჩულია, ჯო კროუფორდი და პაუელი. მაგალითისთვის: ზაზამ მეორე პერიოდის სტარტზე, წუთნახევრიან მონაკვეთში ერთმანეთის მიყოლებით 6
ხომ არ დაგავიწყდათ, "ატლანტა" 76:81-ს რომ აგებდა? მოედანზე შესვლისთანავე ზაზამ სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა (ეს იყო მისი მეთორმეტე ქულა). ამას მოჰყვა ჰორფორდის მიერ ზედიზედ ჩაგდებული 6 ქულა და მასპინძლები 84:81 დაწინაურდნენ. დეტროიტელი ტრეისი მაკგრეიდი არ ნებდებოდა, სირენამდე 3:30 წუთით ადრე სხვაობა ქულამდე შეამცირა. თუმცა ტრეისის მომდევნო შეტევა ფაჩულიამ ჩაჭრით ჩაშალა და გარღვევაზე გასულ სმიტს გადააწოდა - 86:83. დარჩენილ 2 წუთში სმიტს ჯონსონი წაეხმარა და "ატლანტამ" 9 ქულის სხვაობით მოიგო.
ნამატჩევს კაპიტანმა ჯო ჯონსონმა აღნიშნა:
- ჩვენი საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ მაინც მოვიგეთ. კიდევ უნდა მოვუმატოთ.
ზაზა ფაჩულია დაცვაში თამაშით კმაყოფილია:
- აწყობილი გუნდი გვყავს, ყველა რგოლი ერთმანეთთან კარგადაა დაკავშირებული. ჯაჭვივითაა: თუ დაცვაში კარგად არ თამაშობ, ბურთს არ ჩაჭრი, არ მოხსნი, შედეგს ვერ მიიღებ. მხოლოდ თავდასხმა თამაშს ვერ მოიგებს.
გამოცემა CBS SPORTSLINE-ში ჟურნალისტი სერჯიო როდრიგესი სასარგებლო ცენტრებზე წერს. მათ შორისაა ფაჩულია: "ჯორჯიელთა რიგებში ელ ჰორფორდის გამოჩენის (2007 წელს) შემდეგ ფაჩულიას სათამაშო დრო შეუმცირდა და ფუნქციებიც დააკლდა. "ატლანტას" ახალმა მწვრთნელმა ზაზას მეტი ნდობა გამოუცხადა და ლარი დრიუს ხელში ქართველი გაცილებით სასარგებლოა. არ უნდა ველოდეთ ფაჩულიას 30-წუთიან თამაშებს (როგორც "მემფისთან" შეხვედრაში), თუმცა სათადარიგოთა სკამიდან იგი გუნდს დიდ დახმარებას უწევს. ზაზას მონაგარი 8 ქულასა და ამდენივე მოხსნას შორის იმერყევებს."
"ატლანტა" მეექვსე შეხვედრას "მინესოტასთან" სტუმრად 5 ნოემბერს ჩაატარებს.
ატლანტა-დეტროიტი 94:85
ზაზა ფაჩულია: 18:39 წუთი, 12 ქულა (7-დან 6 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი, 1 შეცდომა
ქრონოლოგია
I პერიოდი
02:27 ზაზამ ჰორფორდი შეცვალა
II პერიოდი
11:12 ორქულიანი: 2ქ (26:22)
10:07 ორქულიანი: 4ქ (28:26)
09:28 ორქულიანი: 6ქ (30:28)
07:10 ჰორფორდმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
02:31 ზაზამ სმიტი შეცვალა
02:15 ფოლი: 1
01:11 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
00:52 ორქულიანი: არაზუსტი
00:51 მოხსნა: შეტ-1, დაც-1
00:51 ორქულიანი: 8ქ (69:64)
IV პერიოდი
11:29 შეცდომა: 1
10:27 ორქულიანი: 10ქ (72:72)
09:43 ბიბიმ ზაზა შეცვალა
06:34 ზაზამ უილიამსი შეცვალა
05:38 ორქულიანი: 12ქ (78:81)
02:50 ჩაჭრა: 1 (მაკგრეიდის ჩაუჭრა)