მარკოიშვილმა კანტუს გაამარჯვებინა

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე ქართველმა ლეგიონერებმა იტალიის გარდა ყველგან ფიასკო განიცადეს - ყველა ჩვენიანის გუნდმა წააგო. თუმცა, დამარცხებულთა შორისაც გამოირჩა რამდენიმე ქართველი.

მანამდე იტალიურ მონაგარზე ვთქვათ. მანუჩარ მარკოიშვილმა 28 წუთში 18 ქულა ჩააგდო (7-დან 4 სამქულიანი, 4-დან 3 ორქულიანი) და "კანტუს" "ტერამოსთან" გაამარჯვებინა. ვიქტორ სანიკიძის 4 ქულა "ვირტუსს" სტუმრად გამარჯვებაში დაეხმარა - "სკავოლინის" სწორედ 4 ქულის სხვაობით სძლია (70:66).

სერბეთში "ჰემოფარმთან" წააგო გიორგი შერმადინის "ოლიმპიამ". ქართველმა ცენტრმა სლოვენიაში ჩასვლის შემდეგ ყველაზე მეტი, 20 წუთი ითამაშა და ყველაზე მეტი, 13 ქულა ჩააგდო.

ქართულ
ლეგიონზე დაწვრილებით ხვალ მოგითხრობთ.

ლეგიონი
ესპანეთის ჩემპიონატი
რეალი-ლაგუნ არო 83:53
ნიკა ცქიტიშვილი: 17 წუთი, 1 მოხსნა.

ესტუდიანტესი-გრან კანარია 73:71
ტაირონ ელისი: 20 წუთი, 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი.
ტორინ გრინი: 25 წუთი, 11 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი.

ვალიადოლიდი-ხუვენტუდი 91:72
ქუინტონ ჰოსლი: 28 წუთი, 13 ქულა, 6 მოხსნა.


იტალიის ჩემპიონატი
კანტუ-ტერამო 82:70
მანუჩარ მარკოიშვილი: 28 წუთი, 18 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.

პესარო-ვირტუსი 66:70
ვიქტორ სანიკიძე: 20 წუთი, 4 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი.


ადრიატიკის თასი
ჰემოფარმი-ოლიმპია 84:74
გიორგი შერმადინი: 20 წუთი, 13 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.


ბალტიის ლიგა
როკი-რიგა 77:85
გიორგი ცინცაძე: 22 წუთი, 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.


ბელგიის ჩემპიონატი
აალსტი-პეპინსტერი 85:81
თორნიკე შენგელია: 15 წუთი, 4 ქულა, 1 მოხსნა.


გერმანიის ჩემპიონატი
სკაილაინერსი-გისენი 82:64
ლაშა გამყრელიძე: 28 წუთი, 7 ქულა, 3 პასი, 1 ჩაჭრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული