მერვინ უილიამსის ტრავმის გამო "ატლანტას" სასტარტო ხუთეული შეიცვალა - ცენტრის პოზიციაზე მწვრთნელმა ლარი დრიუმ ჯეისონ კოლინზი (21 წუთი, 6 ქულა, 3 მოხსნა) გაამწესა (არადა, გვეგონა, ხუთეულში ზაზა ფაჩულია მოხვდებოდა). მძიმე ფორვარდის ამპლუაში გამოჩნდა ელ ჰორფორდი, რომელმაც 25 წუთში 14 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ზაზა მატჩისას კოლინზს ცვლიდა და ელ ჰორფორდთან ერთად საინტერესო დუეტს ქმნი
ქართველს ორი ევროპელი ცენტრის, დარკო მილიჩიჩისა და ნიკოლა პეკოვიჩის (გიორგი შერმადინის ყოფილი თანაგუნდელი "პანათინაიკოსში") წინააღმდეგ მოუწია თამაშმა. ორივემ 4-4 ქულა ჩააგდო, ჯამში კი 9 მოხსნა მოაგროვა. მათთვის ქართველი ცენტრის შეჩერება იოლი არ იყო - ზაზამ 8 საჯარიმო ტყორცნა შეასრულა, 5 ჩააგდო, ერთი ორქულიანიც მიამატა და 7 ქულას 4 მოხსნა "შეაწება".
6 მატჩის შემდეგ "ატლანტა" სამხრეთ-აღმოსავლეთის კონფერენციას უდანაკარგოდ ლიდერობს. დღეს გამთენიისას "ქორები" "მზეს" შეუტევდნენ - იგორ კოკოშკოვის "ფინიქს სანსისთვის" უნდა ემასპინძლათ.
მინესოტა-ატლანტა 103:113
ზაზა ფაჩულია: 18:49 წუთი, 7 ქულა (2-დან 1 ორქულიანი, 8-დან 5 საჯარიმო), 4 მოხსნა, 1 ჩაჭრა, 1 ფოლი, 1 შეცდომა
ქრონოლოგია
I პერიოდი
04:45 ზაზამ კოლინზი შეცვალა
04:35 ჩაჭრა: 1 (მილიჩიჩს ჩაუჭრა)
03:10 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
01:33 საჯარიმოები: 2/0
01:12 ფოლი: 1
01:02 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 26:23)
II პერიოდი
11:12 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
10:36 ორქულიანი: არაზუსტი
07:38 საჯარიმოები: 2/2 (4ქ, 40:33)
07:25 კოლინზმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
05:37 ზაზამ კოლინზი შეცვალა
04:33 ორქულიანი: 6ქ (77:66)
00:08 მოხსნა: შეტ-1, დაც-2
IV პერიოდი
10:03 საჯარიმოები: 2/1 (7ქ, 88:74)
09:43 მოხსნა: შეტ-1, დაც-3
08:31 შეცდომა: 1
08:11 სმიტმა ზაზა შეცვალა