ლაშამ მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, 27 წუთი ითამაშა და 7 ქულას 3 პასი და 1 ჩაჭრა მიამატა. გისენელთაგან ყველაზე მეტი პიკოკმა ჩააგდო - 16 ქულა.
ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა გორდონ ჰერბერტის "სკაილაინერსი" (6 მოგება, 2 წაგება). "გისენს" 5 გამარჯვების წილ 3 წაგება აქვს და მე-5 ადგილზეა.
***
ესპანეთის ჩემპიონატში ნიკა ცქიტიშვილის "ლაგუნ არო" მადრიდის "რეალს" ესტუმრა და 30 ქულის სხვაობით დამარცხდა - 83:53. ბასკების გუნდში 10 ქულას მხოლოდ ჯიმი ბარონი ასცდა - 18 ქულა მიითვალა. ცქიტიშვილი მხოლოდ თითო მოხსნა-დაფარებას გამორჩა.
ტორინ გრინი (გრან კანარია) საქართველოს ნაკრების ყოფილ წევრ ტაირონ ელისს დაუპირისპირდა. მატჩი მადრიდში, ელისის "ესტუდიანტესის" მოედანზე გაიმართა და მისივე გამარჯვებით დასრულდა - 73:71.
ტაირონმა 20 წუთში 10 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. ტორინმა - 24 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 5 პასი.
ქუინტონ ჰოსლის "ხუვენტუდმა" ვალიადოლიდში 72:91 წააგო.
ქუინტონმა 28 წუთში 13 ქულა და 6 მოხსნა მოინაგრა.
***
ბალტიის ლიგაში სატურნირო ცხრილის ლიდერი "ვეფ რიგა" ტარტუს ესტუმრა და "როკი" 85:77 დაამარცხა. გამარჯვების შემთხვევაში "როკერებს" რიგელებზე ერთით მეტი, 6 მოგება მოუგროვდებოდათ და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე ავიდოდნენ. წაგების შემდეგ კი მესამე პოზიციაზე დამკვიდრდნენ (5 მოგება, 3 წაგება). პირველია "ვეფ რიგა" - 6 გამარჯვება, 1 მარცხი.
ტარტუელმა გიორგი ცინცაძემ 22 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
***
ბელგიის ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას "პეპინსტერი" "აალსტს" ესტუმრა და 81:85 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და 4 ქულას 1 მოხსნა მიამატა.
"პეპინსტერს" ხუთი მატჩიდან 2 აქვს მოგებული და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა. თორნიკეს გუნდი მომდევნო მატჩში, 13 ნოემბერს "გენტს" ესტუმრება.