გიორგი შერმადინის ევრორეკორდი - 13

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ცენტრის გიორგი შერმადინის ევრორეკორდი 13 ქულას შეადგენს. სწორედ ამდენი ჩაუგდო მან ბერძნულ "ლარისას" "პანათინაიკოსის" მაისურით. ქართველმა ცენტრმა სლოვენიის "ოლიმპიაში" გადასვლის შემდეგაც ყველაზე მეტი, 13 ქულა "ჰემოფარმთან" მოაგროვა.

მწვრთნელმა იურე ზვოდჩმა გიორგი 20 წუთი ათამაშა. 13 ქულის გარდა შერმადინის ანგარიშზე 5 მოხსნაა, ესეც ქართველი ცენტრის "ოლიმპიური" რეკორდია. თუმცა აქვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ "ოლიმპიაში" შერმადინის რეკორდები დიდხანს ვერ იარსებებს, იგი 13 ქულასაც მალე ასცდება და 5 მოხსნასაც. ვიდრე ეს მოხდებოდეს, გეტყვით, რომ "ოლიმპიამ" ადრიატიკის ლიგაზე სერბულ "ჰემოფარმთან" სტუმრად ითამაშა
და 74:84 დამარცხდა. ეს ბელგრადული გუნდი ადრიატიკის ლიგის ფავორიტია - სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას (5 მოგება, 1 წაგება). სლოვენიის "ოლიმპია" კი იმ ოთხ გუნდს შორისაა, რომლებიც მეორე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ოლიმპიელებს 4 მოგება და 2 წაგება უწერიათ.

შერმადინის გუნდი ადრიატიკის თასზე მორიგ მატჩს 13 ნოემბერს ჩაატარებს - ბოსნიურ "შირკის" უმასპინძლებს. მანამდე ოლიმპიელებს ევროლიგაზე მეტად საპასუხისმგებლო მატჩი ელით - 10 ნოემბერს მოსკოვის ცსკა-ს ესტუმრებიან. რუსებს სამივე მატჩი წაგებული აქვთ, ხოლო "ოლიმპიას" სატურნირო ცხრილში ამდენივე მოგება უწერია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული