ატლანტა ჰოქსისთვის გადაულახავი

AutoSharing Option
2009-10 წლების სეზონში "ორლანდო მეჯიქი" "ატლანტა ჰოქსისთვის" გადაულახავ დაბრკოლებად იქცა. ჯორჯიელები პლეი ოფიდან სწორედ ორლანდოელებმა "დაითხოვეს" - სერიაში 4:0 აჯობეს. "მეჯიქმა" "ჰოქსი" წინასასეზონო მზადებისასაც დაამარცხა და გუშინაც. ამჯერად დუაით ჰოვარდის თანაგუნდელებს "ატლანტას" ძლევა ძალიან გაუჭირდათ. მატჩი ბოლო წამებამდე თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა. მეოთხე პერიოდში ზაზა ფაჩულიას ორი საჯარიმო "ქორებს" 74:73 დაწინაურებაში დაეხმარა. მეოთხე თორმეტწუთეულის საწყის 7 წუთში ქართველმა ორლანდოელ გოლიათ ჰოვარდს თამაშიდან ქულა არ ჩააგდებინა. მე-7 წუთზე კი მწვრთნელმა ზაზა სმიტით შეცვალა.

მას მერეც თანაბარი თამაში გაგრძელდა და ორლანდოელთა ოთხქულიანი გამარჯვებით
დასრულდა - 93:89. შეხვედრის შემდეგ "ატლანტას" მწვრთნელმა ლარი დრიუმ აღნიშნა, რომ მის გუნდს ძალიან აკლია მერვინ უილიამსი, რომელსაც მუხლის ტრავმა აქვს და მოედანს ერთ კვირაში დაუბრუნდება.

"მეჯიქის" ცენტრმა დუაით ჰოვარდმა 27 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა, ხოლო "ატლანტას" ჯო ჯონსონი გაუძღვა - 23 ქულა. ფაჩულიამ მხოლოდ ორი საჯარიმო ისროლა და ორივე მიზანში მოარტყა - 2 ქულას 7 მოხსნა მიამატა. ფლორიდელთა პოლონელმა ცენტრმა მარცინ გორტატმა 21 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა ჩაიწერა.

11 ნოემბერს "ატლანტა" ზაზას ყოფილ კლუბ "მილუოკის" მიიღებს.

ორლანდო-ატლანტა 93:89
ზაზა ფაჩულია: 15:38 წუთი, 2 ქულა (2-დან 2 საჯარიმო), 7 მოხსნა, 4 ფოლი, 2 შეცდომა

ქრონოლოგია

I პერიოდი
06:16 ზაზამ კოლინზი შეცვალა
05:31 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
01:56 შეცდომა: 1
00:54 შეცდომა: 2
00:47 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
00:28 ფოლი: 1
00:27 მოხსნა: შეტ-0, დაც-3

II პერიოდი
11:40 ფოლი: 2
11:28 კოლინზმა ზაზა შეცვალა
III პერიოდი
01:52 ზაზამ ბიბი შეცვალა
01:54 მოხსნა: შეტ-0, დაც-4
01:00 ფოლი: 3

IV პერიოდი
11:22 ფოლი: 4
11:11 საჯარიმოები: 2/2 (2ქ, 74:74)
10:02 მოხსნა: შეტ-0, დაც-5
09:16 მოხსნა: შეტ-1, დაც-5
06:52 მოხსნა: შეტ-1, დაც-6
05:02 სმიტმა ზაზა შეცვალა



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული