გუშინ ღამით დასრულდა ბუნდესლიგის მატჩი "არტლანდ დრაგონსსა" და "გისენს" შორის. მასპინძელმა "დრაკონებმა" პირველივე ტაიმში გამოაჩინეს კლანჭები და დიდ შესვენებაზე 16-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (47:31). არტლანდელებს არც მეორე ტაიმში მიუციათ გისენელებისთვის თამაშის შემობრუნების საშუალება. საბოლოოდ 89:58 "დრაგონსის" სასარგებლოდ.
"გისენის" სასტარტო გამთამაშებელმა, ლაშა გამყრელიძემ 17 წუთი ითამაშა, 6-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას 3 პასი მიამატა. გისენელთაგან ყველაზე მეტი, 13 ქულა ჩეის გრიფინმა ჩააგდო.
ლაშას გუნდს 9 ტურის შემდეგ 5 მოგება აქვს და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა.