ჰოდა, მოგებას მოწყურებული მასპინძლები მატჩის დასაწყისშივე ენერგიულად ეკვეთნენ ოლიმპიელებს და პირველი პერიოდი 20:5 მოიგეს, მეორე ათწუთეულის დასაწყისში კი 30:10 დაწინაურდნენ. სლოვენიელთა მწვრთნელმა შერმადინი მოედანზე მატჩის მეხუთე წუთზე შეუშვა, იმ იმედით, რომ ტანმაღალ არმიელებსაც გაუმკლავდებოდა და შეტევაშიც დაეხმარებოდა. გიორგი შეხვედრაში ურიგოდ არ ჩაერთო, ერთი ჩატენა, შემდეგ ორქულიანი ჩააგდო, თუმცა არბიტრებმა გარბენი დააფიქსირეს (რაც
მესამე პერიოდიდან "ოლიმპიას" კალათბურთელები გახურდნენ და ანგარიშმაც "ლღობა" იწყო. კევინ პინკნის (11 ქულა მესამე მეოთხედში) აქტიურობის ხარჯზე სლოვენიელებმა სხვაობა 8 ქულამდე შეამცირეს. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სტუმრები მეოთხე პერიოდს უკეთესად ჩაატარებდნენ, თუმცა ცსკა-ს კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს და გამარჯვება არ დათმეს - 65:55.
გიორგი შერმადინმა 5:16 წუთი ითამაშა, 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი) და 1 მოხსნა მოაგროვა. მატჩის ბომბარდირი კევინ პინკნი გახდა, რომელმაც 26 ქულას მოუყარა თავი. მის გარდა ვერც ერთი ოლიმპიელი ასცდა 10-ქულიან ზღურბლს.
"ოლიმპია" ევროლიგაზე მორიგ მატჩს თორნიკე შენგელიას ყოფილი კლუბის, "ვალენსიას" წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა 17 ნოემბერს სლოვენიაში ჩატარდება.