ზაზამ 16 გაისროლა, მაგრამ ხარირემი ვერ წააქცია

AutoSharing Option
ყოფილ კლუბ "მილუოკისთან" საშინაო მატჩში ზაზა ფაჩულია "ატლანტა ჰოქსის" ბომბარდირი გახდა - 16 ქულა ჩააგდო. ქართველმა ცენტრმა 7-დან 6 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა და 16 ქულას 5 მოხსნა მიამატა. მეორე პერიოდის დასაწყისში ზაზამ ჯამალ კროუფორდის პასით იმდენად ეფექტურად ჩატენა, რომ ეს ეპიზოდი მატჩის საუკეთესო მომენტად აღიარეს. საყურადღებოა, ფაჩულიამ 16-დან 14 ქულა მეოთხე პერიოდში ჩააგდო, რითაც მწვრთნელს დაანახვა, რომ მასზე თამაშის აწყობა შეიძლება. მეოთხე პერიოდის წინ "ატლანტა" 59:88-ს აგებდა. ზაზამაც სწორედ ამიტომ აიღო თამაში საკუთარ თავზე, თორემ დაძაბულ სიტუაციებში მას
ძირითადად შავი სამუშაოს შესრულება უწევს - ბურთის ჩაგდება კი კროუფორდს, სმიტს, ჯონსონს და ჰორფორდს ევალებათ. საშუალება რომ მიეცა, ფაჩულიამ მწვრთნელს აჩვენა, რომ სროლაც კარგად შეუძლია. ამ შეხვედრის შემდეგ გუნდის თავკაცი ლარი დრიუ კიდევ ერთხელ დაფიქრდება სასტარტო ხუთეულში (შეტევაში ნაკლებად სასარგებლო) ჯეისონ კოლინზის ნაცვლად ფაჩულიას შეყვანაზე...

ნამატჩევს ლარი დრიუმ თქვა:
- სათადარიგოთა სკამიდან ენერგია ვერ მივიღეთ. ვეცდები, ისეთი კომბინაციები მოვიფიქრო, რომ ამ მხრივ სიტუაცია გამოსწორდეს.

ამ ფრაზას NBA-ს საიტზე მატჩის მიმომხილველი გამოეხმაურა: "მწვრთნელი გულისხმობდა სამი პერიოდის შედეგების მიხედვით სათადარიგოთა ნაკლებად ეფექტურ თამაშს. შემცვლელებმა სულ 47 ქულა ჩააგდეს, საიდანაც 32 მეოთხე პერიოდში მოაგროვეს. თუმცა ერთ ფაქტს ვერსად გავექცევით: ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ 16 ქულა მიითვალა და "ჰოქსის" სნაიპერი გახდა."

შარშან "ატლანტამ" პლეი ოფის პირველი ეტაპიდან სწორედ მილუოკელი "ხარირმები" გამოთიშა. ჯორჯიელებმა გუშინდელი მატჩიც დამაჯერებლად დაიწყეს, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე დასამტკიცებელი ჰქონდათ, რომ 6 მოგების შემდეგ ზედიზედ 2 წაგება შემთხვევითი ჩავარდნა იყო. თუმცა ფაჩულიას ჩატენვის შემდეგ (28:21) "ქორებმა" დაღმასვლას თავი ვერ აარიდეს და ოთხ წუთში "მილუოკი ბაქსს" 32:40 ჩამორჩნენ. ლარი დრიუს შეგირდებმა თამაში ვერც მესამე თორმეტწუთეულში დაალაგეს და, როგორც მოგახსენეთ, მეოთხე რაუნდის წინ 59:88-ს აგებდნენ...

"ჰოქსს" საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციის შანსი დღეს მიეცემა - ჩრდილო-დასავლეთის დივიზიონის ბინადარ "იუტა ჯაზს" მიიღებს.

ატლანტა-მილუოკი 91:108
ზაზა ფაჩულია: 22:43 წუთი, 16 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 პასი, 3 ფოლი, 3 შეცდომა

ქრონოლოგია
I პერიოდი
05:21 ზაზამ კოლინზი შეცვალა
05:14 მოხსნა: შეტ-0, დაც-1
03:40 მოხსნა: შეტ-0, დაც-2
02:20 პასი: 1 (პაუელი 2ქ, 24:15)
00:56 შეცდომა: 1
II პერიოდი
11:47 ორქულიანი: 2ქ (28:21)
06:57 შეცდომა: 2
06:44 ფოლი: 1
06:44 კოლინზმა ზაზა შეცვალა
IV პერიოდი
10:15 ორქულიანი: არაზუსტი
09:53 ორქულიანი: 4ქ (67:90)
09:13 ორქულიანი: 6ქ (69:92)
09:13 საჯარიმო: 1/0
07:10 მოხსნა: შეტ-0, დაც-3
06:27 საჯარიმოები: 2/2 (8ქ, 76:98)
05:21 მოხსნა: შეტ-0, დაც-4
04:42 ფოლი: 2
04:10 ორქულიანი: 10ქ (85:100)
02:56 მოხსნა: შეტ-1, დაც-4
02:55 ორქულიანი: 12ქ (87:104)
02:02 საჯარიმოები: 2/2 (14ქ, 89:106)
01:11 ფოლი: 3
01:11 შეცდომა: 3
00:46 ორქულიანი: 16ქ (91:108)
00:46 საჯარიმო: 1/0



მკითხველის კომენტარები / 1 /
აი კაცი ამას ჰქვია.ფაჩულია ნამდვილი ქართველია:წარმატებული,ლამაზი ოჯახი და შვილები.ასეთი პერსონები ქმნიან საქართველოს ისტორიას.გაიხარე ძმაო.
barnaba
14:07 14-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული