ბალტიის ლიგაზე "რიგასთან" საშინაო მარცხის შემდეგ "ტარტუ როკს" ლატვიელებთან რევანშის შანსი მიეცა - "ლიეპაიას" ესტუმრა. მატჩის პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, მესამე ათწუთეულის დასაწყისში "როკერებმა" მცირე უპირატესობა მოიპოვეს, ხოლო მოედანზე გიორგი ცინცაძის დაბრუნების შემდეგ სხვაობა 10 ქულამდე გაიზარდა.
"ბუმ" შესვლისთანავე სამქულიანი ჩააგდო, რასაც ორქულიანი მიაყოლა. მეოთხე პერიოდში ქართველის წინამღძოლობით მოედნის ბატონ-პატრონი "როკი" გახდა და დამაჯერებლადაც გაიმარჯვა - 79:58.
გიორგიმ 23 წუთში 13 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი), 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა.
ბალტიის ლიგის მორიგ მატჩს ტარტუელები
თანამემამულე "კალევთან" 20 ნოემბერს გამართავენ. მანამდე ევროჩელენჯის სადებიუტო მატჩი ელით - 16 ნოემბერს შვეიცარიულ "ლუგანოს" ესტუმრებიან.