თორნიკე შენგელია: უნდა მოგვეგო!

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას "პეპინსტერმა" ბელგიის ჩემპიონატში მეექვსე მატჩი ჩაატარა და მეოთხედ დამარცხდა. პეპინსტერელები "გენტს" გამარჯვების იმედით ესტუმრნენ, მაგრამ ბოლო წუთებზე 67:77 დამარცხდნენ. თორნიკემ 10 წუთში 5 ქულა ჩააგდო, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მას მატჩის შემდეგ ვესაუბრეთ.

- მწვრთნელმა მოედანზე პირველი პერიოდის შემდეგ შემიშვა. მეორე ათწუთეულში 4 წუთი ვითამაშე, დანარჩენი - მეორე ტაიმში.

- გენტელებს უფრო ძლიერი გუნდი ჰყავთ?
- არა, მოსაგები თამაში იყო, იმ დონის მეტოქე არ არის, სტუმრად ვერ გვემარჯვა, მაგრ
ამ არ გამოგვივიდა. გენტში იმედიანად ჩავედით, რადგან მანამდე ამ გუნდისთვის მათ ჰქონდათ მოგებული, ვისაც ჩვენ ვაჯობეთ - "ანტვერპენსა" და "ლიეჟს".

- მწვრთნელი რა ამპლუაში გათამაშებს?
- მეოთხე და მესამე ნომრების პოზიციებზე - მძიმე და მსუბუქ ფორვარდად.

- ბელგიის ჩემპიონატზე რას იტყვი?
- ძლიერი პირველობაა. ყველა კლუბში 5-6 ამერიკელია, თანაც მაღალი დონისანი. ფიზიკურადაც ძლიერები არიან და ტექნიკურადაც.

- ფიზიკურად შენც კარგად ხარ მომზადებული...
- მთელი გუნდი ბევრს ვარჯიშობს და ნელ-ნელა ვუმატებთ. თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ. ეს სატურნირო ცხრილზეც აისახება.

- შემდეგ ტურში "ლუვიენს" ეთამაშებით.
- საშინაო შეხვედრაა და ვეცდებით, გულშემატკივარი არ გავაწბილოთ. საინტერესო თამაში იქნება და იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული