თავად განსაჯეთ: საშუალოდ 14.4 ქულასა და 6.8 პასს აგროვებდა. შედეგიანი გადაცემების მიხედვით, "ბუ" (ცინცაძის მეტსახელი) ევრობასკეტის მონაწილე 24 გუნდის კალათბურთელთა შორის მეორეა და ნაკლებად სავარაუდოა, შეჯიბრების დასრულებამდე ვინმემ გადაასწროს.
პასებში პირველია გერმანელი შაფარციკი, საშუალოდ 6.8.
ცინცაძე შარშან უკრაინულ "ბუდიველნიკში" გამოდიოდა, თუმცა ახალი სეზონისთვის მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმა აღარ დაუძახა. არადა, გიორგი გუნდის ლიდერი იყო და დიდი
როგორც თავად გიორგიმ გვითხრა, ახლოსაა "დონეცკში" გადასვლასთან. შესაბამისად, ქართველ გამთამაშებელს წლეულს კიდევ მიეცემა "ბუდიველნიკის" მწვრთნელისთვის საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება.
"დონეცკელი ვეფხვები" უკრაინის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში პირველობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ და წლეულს ძველი პოზიციების დაბრუნებას აპირებენ. უკრაინის ჩემპიონატის ახალი წესების თანახმად, თუ რომელიმე გუნდი "ვითიბი ლიგაზე" თამაშს გადაწყვეტს, ევროთასებზე გამოსვლის უფლება აღარ აქვს. "დონეცკი" სწორედ "ვითიბიზე" იასპარეზებს, რაც ცინცაძისთვის დიდი გამოწვევა იქნება.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ "ბუ" დონეცკურ კლუბში 2009-10 წლებშიც თამაშობდა: "ვეფხვებში" დეკემბერში ჩაირიცხა და იანვარში გუნდს დაემშვიდობა. მიზეზი კლუბის ხელმძღვანელების გადაწყვეტილება იყო, რომლებმაც ბიუჯეტის სეკვესტრის მომიზეზებით ყველა ლეგიონერი დაითხოვეს.
ევროჩელენჯის გათამაშებაში "დონეცკის" მაისურით ცინცაძე საშუალოდ 4.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"