ვიქტორ სანიკიძემ და გიორგი შერმადინმა ტრავმების გამო ვერ ითამაშეს

AutoSharing Option
წინასასეზონო მოსამზადებელი მატჩების ბოლოსწინა შეხვედრა გამართა ესპანურმა "სარაგოსამ", რომლის ღირსებასაც ვიქტორ სანიკიძე და გიორგი შერმადინი იცავენ.

სარაგოსელები "მანრესას" შეხვდნენ და 71:76 წააგეს, თუმცა ქართველ კალათბურთელებს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

როგორც "სარაგოსას" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, შერმადინმა და სანიკიძემ ტრავმების გამო არ ითამაშეს, თუმცა უფრო კონკრეტულად ამ თემაზე მეტი არაფერი თქმულა.

სავარაუდოდ, ქართველ კალათბურთელებს მცირე ტრავმა აწუხებთ და მწვრთნელები მოსამზადებელ მატჩში მათ დატვირთვას მოერიდნენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამაგიეროდ ფაცაციამ ითამაშა უკრაინაში კარგად, მისმა გუნდმა მოიგო და ლევანს 12 ქულა+14 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა ჰქონდა
giorgi
15:25 03-10-2013
0

სიახლეები პოპულარული