224 სმ სიმაღლის სერგო ათუაშვილი ქუვეითში გააგრძელებს კარიერას, ხოლო ნიკოლოზ ცქიტიშვილი - არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
დუბაიში
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა ცქიტიშვილი ახალ სეზონშიც აზიაში ითამაშებს. იგი არაბთა გაერთიანებული საემიროების კლუბ "ან ნაჰლ შარიაჰში" ჩაირიცხა. ეს დუბაის გუნდია და ახალ სეზონში მაღალი მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას. ბოლოს საემიროების ჩემპიონი 2004 წელს გახდა.
ნიკა 2011 წლიდან აზიაში გამოდის - ჯერ ირანის "მაჰრამთან" ერთად სპარსეთის ჩემპიონი გახდა, შემდეგ "მაჰანში" დაიწყო და ლიბანურ "ჩამპვილში" განაგრძო. ახალ სეზონში
ქუვეითში
ტანმაღალი ქართველი ცენტრი სერგო ათუაშვილი გასული სეზონის დასაწყისში ირანში გამოდიოდა, ხოლო იანვრიდან სუპერლიგურ "სოხუმში" ჩაირიცხა და გუნდთან ერთად მეოთხედფინალიც ითამაშა.
ახალი სეზონის წინ სერგომ კარიერის უცხოეთში გაგრძელება გადაწყვიტა და ქუვეითის "ალ არაბის" ვარიანტი შეარჩია. იგი შუამდინარეთისკენ 10 ოქტომბერს გაემგზავრება.
დოსიე
ნიკოლოზ ცქიტიშვილი
დაიბადა: 14.04.1983
სიმაღლე: 216 სმ
ამპლუა: ფორვარდი
საკლუბო კარიერა
სოხუმის "კოლხა" - 1997-98
თსუ - 1998
"სტუ-ჯეოსელი" - 1999
სლოვენიის "სლოვანი" - 1999-2001
იტალიის "ბენეტონი" - 2001-02
"დენვერ ნაგეთსი" (NBA) - 2002-04
"გოლდენ სტეიტი" (NBA) - 2004
"მინესოტა" (NBA) - 2005
"ფინიქს სანსი" (NBA) - 2006
"ნიუ იორკ ნიქსი" (NBA) - 2006
ესპანეთის "კახასოლი" - 2007
იტალიის "ტერამო" - 2007-08
ესპანეთის "ფუენლაბრადა" - 2008-09
საბერძნეთის "პანიონიოსი" - 2009
ესპანეთის "ფუენლაბრადა" - 2009-10
ესპანეთის "ლაგუნ არო" - 2010-11
ირანის "მაჰრამი" - 2011-12
ირანის "მაჰანი" - 2012
ლიბანის "ჩამპვილი" - 2012-13
მიღწევები
იტალიის ჩემპიონი - 2002
სლოვენიის ჩემპიონატის ბრინჯაო - 2001
ირანის ჩემპიონი - 2012
დასავლეთ აზიის თასის მფლობელი – 2012
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"