ცქიტიშვილის "დენვერი" 2002-ში ნოვიცკის "დალასს" რომ დაუპირისპირდა, გერმანელი ქართველს თბილად შეხვდა, თამაში შეუქო და უთხრა - შეგიძლია ამერიკაში ჩემზე არანაკლებ წარმატებული კარიერა გქონდესო...
დღეს 39 წლის დირკი კვლავ NBA-ს სნაიპერია, ნიკა ამ სეზონში აზიაში, ლიბანში თამაშობდა, ამჟამად კი თბილისშია.
იჩქარა NBA-ში წასვლა?
რა მოხდა, რატომ ვერ მოიკიდა ცქიტომ ფეხი NBA-ში? სადმე ხომ არ მოუვიდა შეცდომა? აი, რა მითხრა
- ვიცი, ამერიკაში 2002-ში არ უნდა წავსულიყავი. თინეიჯერულ ასაკში NBA-ს კლუბთან კონტრაქტის გაფორმება შეცდომა იყო. მანამდე ევროპაში სათამაშო დრო ძალიან ცოტა მქონდა, იტალიური "ბენეტონის" შემადგენლობაში ევროლიგაზე ჯამში 40 წუთიც არ მქონდა ნათამაშები. არ უნდა ავჩქარებულიყავი, ევროპაში კიდევ ორი წელი მეთამაშა და NBA-ზე შემდეგ მეფიქრა.
2002 წელი რომ იდგეს, არ წავიდოდა?
ნიკას ვკითხე: დროის დაბრუნების შესაძლებლობა რომ გქონდეს, ამერიკაში 18 წლისა არ წახვიდოდი-მეთქი? კითხვითვე მიპასუხა:
- შენი თავი წარმოიდგინე ჩემს ადგილას. ამერიკული გუნდები გპირდებიან, რომ NBA-ს დრაფტზე ტოპ-ხუთეულში აგიყვანენ, რაც გარანტირებულ სამწლიან კონტრაქტს გულისხმობს. ასეთ დროს არ გაგიჩნდება შეგრძნება, რომ შენ ამას იმსახურებ, რომ შეგიძლია ვარსკვლავებში ვარსკვლავურად ითამაშო? არ შეგემატება თვითრწმენა, თავდაჯერება?
იხილეთ სტატიის გაგრძელება Lelo.ge-ზე